Home
Category
TV Live Menu

გაზპრომმა სომხეთში გაზის მიწოდება, 2016 წლის პირველ ნახევარში, 7,8%-ით შეამცირა

578ccb428b58d
BM.GE
18.07.16 16:22
1142
"გაზპრომმა" სომხეთში გაზის მიწოდება 2016 წლის პირველ ნახევარში 7,8%-ით შეამცირა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 818,3 მილიონი კუბომეტრი შეადგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი“ ავრცელებს.

გაზის რეალიზაციის მოცულობამ შიდა ბაზარზე იანვარ-იავნისში 787,3 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. როგორც გაზპრომი აღნიშნავს, საანგარიშო პერიოდში, სომხეთს 77 მილიონი კუბომეტრი გაზი სჭირდებოდა ენერგეტიკულ სექტორში და 88,1 მილიონი კუბომეტრი სამრეწველო სექტორისთვის, 299,2 მილიონ კუბომეტრს მოსახლეობა მოიხმარდა, 2014,3 მილიონ კუბომეტრს ბენზინგასამართი სადგურები და 108,6 მილიონი კუბომეტრის მოხმარება სხვა დანარჩენ სექტორებზე ნაწილდებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day