"გაზპრომს" TAP-ის პროექტში შესვლა სურს. როგორც რუსული "კომერსანტი" წერს, რუსულმა "გაზპრომმა" მოულოდნელად გამოთქვა სურვილი, TAP-ის გაზსადენის პროექტში ჩაერთოს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების კონკურენტად განიხილება. პროექტმა 10 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი სამხრეთ ევროპას უნდა მიაწოდოს, ხოლო "გაზპრომის" ჩართულობა როგორც მინიმუმ მილსადენის დატვირთულობის გარანტია იქნებოდა.
TAP-ის პროექტის ერთ-ერთმა აქციონერმა იტალიურმა კომპანია Snam-მა მხარი უკვე დაუჭირა რუსული კომპანიის იდეას, რომ მილსადენის გამტარუნარიანობა 2-ჯერ გაიზარდოს პროექტში რუსული „გაზპრომის“ ჩართვის შედეგად.
"გაზპრომის" წარმომადგენელმა ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, პროექტის ევროპელ პარტნიორებთან განიხილოს, ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) ან ITGI Poseidon-ის(რომელიც თურქეთიდან საბრეძნეთის გავლით იტალიას აწვდის გაზს) გამოყენების შესაძლებლობები.
ვენაში გაზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე "გაზპრომის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Nord Stream 2-ისა და „სამხრეთის კორიდორის“ გამტარუნარიანობა არ იქნება საკმარისი ევროპის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
„სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს სამხრეთ ევროპელ პარტნიორებთან, რომ გამოვიყენოთ Poseidon-ისა და TAP-ის თავისუფალი მილები",-განაცხადა "გაზპრომის" წარმომადგენელმა.
როგორც რუსული "კომერსანტი" წერს, პროექტში ჩართული იტალიური კომპანიის Snam-ის ხელმძღვანელმა პასკალ დე ბიუკმა უკვე უწოდა „გაზპრომის“ იდეას „ძალიან კარგი“. კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა კი „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მილის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს და გამოყენებული იყოს რუსული გაზის მიერ.
„მინიმალური ინვესტიციის ჩადებით ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბამეტრამდე და ეს დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა კომპანიამ",- განაცხადა Snam-ის წარმომადგენელმა.
TAP-ის პროექტი TANAP-ის პროექტის გაგრძელებაა, ეს პროქტი ითვალისიწნებ სშაჰდენიზი 2-ის გაზის ტრანსპორტირებას იტალიაში საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაფართოების სამუშაოებიც, მისი სიმძლავრის გაზრდი სმიზნით. TAP-ის აქციონერები არიან: BP (20%), SOCAR (20 %), Snam S.p.A. (20%), Fluxys (19%), Enagás (16 %) და Axpo (5%).