Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზრდილი ტვირთბრუნვა - რა გამოწვევები აქვთ გადამზიდავ კომპანიებს?

BM.GE
14.07.22 14:40
214
საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. წლის პირველ 5 თვეში სატრანსპორტო დარგებმა 16.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 600 ატასი ტონით მეტი შარშან 5 თვესთან შედარებით. 18%-იანი ზრდაა ქართულ პორტებში, სადაც 5.2 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა. 9.9%-იანი ზრდაა გადაზიდულ კონტეინერებში. ბათუმისა და ფოთის პორტებმა 180 573 ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს. კონტეინერების 75% ანუ 136 209 TEU ფოთის პორტში გადამუშავდა. რაც შეეხება ტვირთის განაწილებას 3.1 მლნ ტონა ტვირთ ფოთის საზღვაო ნავსადგური მოემსახურა, 2.1 მლნ ტონას კი ბათუმის ნავსადგური.

სტუმარი: მიხეილ ნამადოვი - „კაიროს ლოგისტიკი“-ს დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day