საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს სტაგფლაცია ემუქრება - ასე ფიქრობს მსოფლიო ბანკი, რომელმაც დღეს ეროვნულ ბანკთან ერთად გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ივნისის ანგარიში წარადგინა. ანგარიში კოვიდ-19-ით გამოწვეულ ზიანთან ერთად, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკური ზრდა შეანელა, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებსაც შეეხო, რომელმაც გლობალური ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო შეანელა.