GBGI Limited ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან სტარტეგიულ პარტნიორობას იწყებს. Global Benefits Georgia ქართულ სადაზღვევო ბაზარზე გასული თვის ბოლოს გამოჩნდა.
ბრიტანული გამოცემა sharesmagazine წერს, რომ კომპანიას ყველა ის სერვისი ექნება, რომელსაც მომხმარებელს GBG რეგიონალურ ბაზრებზე აწვდის.
"ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ახალი პარტნიორობით Global Benefits Georgia-სთან. ვხედავთ ზრდის დიდ პოტენციალს საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს შეთანხმება ჩვენი კომპანიის მასშტაბურობის ძალიან კარგი მაგალითია", - განაცხადა GBGI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დუბრიშმა.
GBG მსოფლიოში წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 120 იურიდიქციაში ოპერირებს. ის მომხმარებელს სთავაზობს ჯანმრთელობის, სიცოცხლის და სამოგზაურო დაზღვევას. მის კლიენტებს შორის არის არასამთავრობო ორგანიზაციები, მულტინაციონალური კორპორაციები, მაღალშემოსავლიანი ინდივიდები და საერთაშორისო სკოლები.
GBG-ის დედა კომპანია GBGI Limited (LSE: GBGI) ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული AIM კატეგორიაში. GBG Insurance Limited-ის რეიტინგი A.M. Best -ის მიერ B++ (კარგი)-ად არის შეფასებული.