Home
Category
TV Live Menu

GDG: ლარის კურსის გამო უძრავი ქონების რეალიზაცია 5-10%-ით შემცირდა

5857ee26e2f21
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.16 09:30
1096
ლარის კურსის გამო უძრავი ქონების რეალიზაცია 5%-10%-ით შემცირდა,- ამის შესახებ „ბიზნესკონტარქტს“ სამშენებლო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.

როგორც წაქაძე აღნიშნავს, პრობლემას ყველაზე მეტად ლარის არასტაბილურობა ქმნის.

"შიდა მასალებზე, რომლებსაც ვიყენებთ, ფასები სერიოზულად გაძვირებულიყო, ასეთი რამ არ დაფიქსირებულა. მაგალითად, გუშინ ჩავასხი ბეტონი, რომელიც მომწოდებელმა მომაწოდა 128 ლარად, რომელიც 5 თვის წინათაც ამავე ფასად ვიყიდე.

მაგრამ მთავარი აქ არის, არასტაბილურობა, რომელიც ამცირებს რეალიზაციას. როცა იცის ადამიანმა, რომ სტაბილურად 2,70-ია ლარის კურსი, ამ კურსით დაგეგმავს ყველაფერს. რამდენიმე თვე მაინც უნდა იყოს სტაბილური ლარი, რადგან სტაბილურობას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მოთამაშე კურსს. ზოგი ელოდება, რომ კურსი დაიწევს და მერე იყიდის ბინას, ზოგი ელოდება, რომ გაიზრდება და არ ყიდულობს და ა.შ. ამ მსჯელობაშია პიროვნება, რის გამოც რეალიზაცია უძრავ ქონებაზე გარკვეულწილად შემცირებულია. 5-10%-ია მაქსიმუმ შემცირება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს გაზაფხულიდან გამსოწორდება“,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day