ქართული ჩანთებისა და საფულეების მწარმოებელი ბრენდი "გეფერინი" ფეხსაცმელების ხაზის წარმოებას მარტიდან იწყებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა ილია გეფერიძემ განუცხადა, ახალი წარმოების დასაწყებად კომპანიას უფრო დიდ ფართში გადასვლა სჭირდება და ამისთვის ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გეფერიძე ამბობს, რომ ახალი მიმართულების ასამუშავებლად დაახლოებით 100 ათასი დოლარი სჭირდება, რომლის აღება სახელმწიფო პროექტების "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ვერ მოახერხა.
"ჩვენს სახელმწფოს სძინავს, ღრმა ძილშია. არაფერს არ და ვერ აკეთებენ, არ ჰყავთ კომპეტენტური ხალხი. შეხედეთ მათს პროექტებს, რაც მათ აქვთ გამოშვეული, არცერთი პრიდუქტი არ არის განვითარებული. რა აზრი აქვს ასეთი პროდუქტების ქონას, არ მესმის",- აცხადებს ილია გეფერიძე.