Home
Category
TV Live Menu

გემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა

573ff82165137
BM.GE
21.05.16 09:52
1147
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი ამოქმედდა.
 
ახალი სისტემა შავი ზღვის აკვატორიაში ტვირთმზიდი გემების მოძრაობას (VESSEL TRAFFIC SERVICE-VTS) გააკონტროლებს. გემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი ბათუმის, ფოთის და ყულევის პორტებში მოძრავ ხომალდებს მოემსახურება. აღნიშნული სერვისი ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლებასა და მოძრაობის ეფექტიანობაზეა გათვლილი. ცენტრის მომსახურებით ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები უფასოდ ისარგებლებენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი საინფორმაციო სისტემა გემების საჭირო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას, მათი გადაადგილების დაკვირვებას და მარშრუტის დაგეგმვას ახორციელებს.

VTS სისტემა განსაკუთრებით რთულ სანავიგაციო ან მეტეოროლოგიურ სიტუაციაში გემებზე მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში განახორციელებს. VTS ცენტრის მომსახურებით სარგებლობა გემის ეკიპაჟს გაუმარტივებს ნაოსნობაში მუშაობის სირთულეებს და შეამცირებს ადამიანური ფაქტორებით გამოწვეულ შეცდომებს.

ახალ სამსახურში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს 15 მოქალაქეს დაასაქმებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day