Home
Category
TV Live Menu

გენადი არველაძე: ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ნიშნულს

58594e5e876b0
BM.GE
20.12.16 19:28
1106
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე ექსპორტის სფეროში არსებული ტენდენციები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ტენდენციები სამუშაო თათბირზე იქნა განხილული, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება ქართული ექსპორტის ზრდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში სექტემბერში ზრდამ 8%, ოქტომბერში 0.8%, ხოლო ნოემბერში 16.8% შეადგინა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 11 თვეში ექსპორტი შემცირდა 5%-ით, ნათელია, რომ წლის დასაწყისიდან ექსპორტზე მოქმედი ნეგატიური საგარეო ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად მცირდება და ექსპორტის შემცირების ტენდენცია სუსტდება.

ამავე დროს, ადგილი აქვს საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების ეტაპობრივ დივესრიფიკაციას.

ექსპორტის ხელშეწყობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო თვეებში არსებული დადებითი ტენდენდენციები მომავალშიც უნდა იყოს შენარჩუნებული, რისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღნიშნა - „ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ნიშნულს და ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანია. ასევე გამოვყოფდი სუფთა, წმინდა ექსპორტს, რომელიც ზრდადი ტენდენციითაც კი ხასიათდება უკვე ნოემბრის თვეში. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო 3 თვის ტენდენცია, სადაც ექსპორტი ზოგადად იმატებს. თვე თვესთან რომ შევადაროთ, იგივე ნოემბრის თვეში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ექსპორტი 17 % - ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი ნელ-ნელა იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპორტი ნელ-ნელა გავიდა სხვადასხვა ბაზრებზე, რომლებზეც წინა წლებში არ გადიოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი და ექსპორტიორები თანდათან ახდენენ ბაზრების და პროდუქტების დივერსიფიკაციას სხვადასხვა ბაზრებზე“.



Subscribe to our news

Get the main news of the day