General Motors განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ქარხნებში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რაც 1000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, Bloomberg წერს.
მიმდინარე თვის დასაწყისში ახლადარჩეულმა დონალდ ტრამპმა General Motors -ი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ავტომობილებს მექსიკაში აწყობს და შემდეგ „გადასახადების გვერდის ავლით ქვეყანაში შემოყავს“.
General Motors-მა ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საწარმოების საზღვარგარეთ განთავსების გეგმებს შეცლის. როგორც კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ განაცხადა, ავტომობილების ბიზნესი საწარმოების განსათავსებელი ადგილების შერჩევისას გრძელვადიან დაგეგმვას მოითხოვს და მსგავს გადაწყვეტილებებს 3-4 წლით ადრე იღებს. ასევე კომპანიის განცხადებით, აშშ-ის სამ საწარმოში 3300 თანამშრომლის შემცირება და სუსტი მოთხოვნის გამო, ხუთ ქარხანაში წარმადობის შემცირება მოხდება.
ტრამპის კრიტიკის შემდეგ ამერიკულმა გიგანტმა ავტოკონცერნმა Ford გადაწყვიტა, რომ 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტოქარხანა მექსიკაში აღარ ააშენოს. აშშ-იტალიურმა ჯგუფმა Fiat Chrysler-მა კი განაცხადა, რომ 2020 წლისთვის აშშ-ში 2 000 სამუშაო ადგილს შექმნის და ავტომწარმოებელი ქარხნებში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.