Home
Category
TV Live Menu

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას დედაქალაქში საბაგირო ხაზების დამატებას ურჩევს

574fc8378be5d
დავით ჯალაღონია
02.06.16 09:44
1067
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას დედაქალაქში საბაგირო ხაზების დამატებას ურჩევს.
 
როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სატრანსპორტო ნაწილი მოიცავს იმ ძირითადი კორიდორების დადგენას, რომლებიც თბილისში უნდა განვითარდეს, მათ შორის - საბაგიროებს.

"ჩვენი ქალაქი რელიეფიანია და ახლა ვფიქრობთ, რა არეალებში შეიძლება მაგალითად, საბურთალოს ბოლოდან წყნეთში საბაგირო კავშირების დამყარება, ან კიდევ სხვა დასახლებებში. ჩვენს შეთავაზებებში ეს საკითხი გვექნება", - აღნიშნა ბოლქვაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day