Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გენეტიკური კვლევის სადავეებთან

BM.GE
21.02.21 12:13
461
ნათია ცაბუტაშვილი Health Mark Group-ის დამფუძნებელია. ეს ის ჯგუფია, რომელიც საქართველოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიებს მართავს. ინსპირაცია, რომ გენეტიკის კვლევას შეჭიდებოდა, ნათია ცაბუტაშვილისთვის გახშირებული ძუძუს კიბოს შემთხვევები იყო. მათ შორის იმიტომაც, რომ პროფესიით ონკოქირურგი, მამოლოგია. „მედ დიაგნოსტიკა“ დღეს ფართო საზოგადოებამ კორონავირუსის პირობებში გაიცნო. ლაბორატორიული სიმძლავრე სამედიცინო ცენტრს საშუალებას აძლევს დღეში 1500-მდე PCR ტესტიც კი გააკეთოს და ასე პანდემიის პირობებში სახელმწიფოს გვერდით დაუდგეს. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ კოვიდტესტებზე 20 მოლეკულური ბიოლოგი სპეციალისტი, 23 ეპიდემიოლოგი ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ნათია ცაბუტაშვილი - Health Mark Group, დამფუძნებელი
თამუნა ასანიძე - გენერალური მენეჯერი

Subscribe to our news

Get the main news of the day