Home
Category
TV Live Menu

GEO DEMO თხილის ფქვილის წარმოებას იწყებს

58403f42c87cd
ანი ჯოხაძე
01.12.16 19:18
1142
თხილის მწარმოებელი კომპანია GEO DEMO მომავალი წლიდან თხილის ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და თხილის ფქვილის წარმოებას იწყებს. კომპანია ასევე აპირებს აწარმოოს მოხალული თხილი. გაფართოების გეგმები კომპანიას მომავალი წლისთვის აქვს.

ამ დროისთვის წალენჯიხაში მდებარე საწარმო ძირითადად უცხოურ ბაზრებზე მუშაობს.

“ჯერჯერობით ხელშეკრულება დადებული გვაქვს იტალიასთან, სადაც ძირითადად გადის ჩვენი პროდუქცია“,-აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი „ბიზნესკოტრქტთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, პროდუქცია გადის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ამას სისტემატიური ხასიათი არ აქვს.

შეგახსენებთ, აღნიშნული საწარმო,რომელიც მდებარეობს წალენჯიხაში, აშენებულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი კომპანია „GEO DEMO”-ს თანადაფინანსებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day