გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სივრცითი მოწყობა ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებას, რის შემდეგაც გეორგაფიული მდებარეობა არც ბიზნესისთვის და არც მოქალაქეებისთვის პრობლემა არ იქნება.
„საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგონების დამაკავშრებელი სატრანსპორტო ქსელები. ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს. ხაზს ვუსვამ, ყველა რეგიონს დააკავშრებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და საცხოვრებელი ადგილისთვის.
არსებული საავტომობილო გზები, ავტობანების მონაკვეთები,საქართველოზე გამავალი ტრანზტული კორიდორების ძირითადი დანიშნულება იქნება ამ გზების თანამედროვე სტანდარტებთან მოყვანა, ახალი გზების დაგება და ჩონჩხის შექმნა, რომლიც ქვეყანას ახალ სოცოცხლეს მიანიჭებს და ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს“,- აცხადებს კვირიკაშვილი.