Home
Category
TV Live Menu

გეოპოლიტიკური ვითარების გავლენა დოლარზე

59dc65a1d6cc9
BM.GE
10.10.17 10:14
812
გეოპოლიტიკური ვნებათაღელვა განახლდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საშუალებით ისევ გააკეთა კომენტარი ჩრდილოეთ კორეის შესახებ. პრეზიდენტის განცხადებით, წლებია ბირთვული აღჭურვის პროგრამის შეჩერებას ცდილობენ წარუმატებლად. თავდაცვის მდივანმა ტიმ მეტისმა სამხედრო ლიდერებს მზადყოფნისკენაც კი მოუწოდა.

განცხადებები დაემთხვა ჩრდილოეთ კორეის მმართველი კომუნისტური პარტიის შექმნის ყოველწლიურ ზეიმს, რომელიც დღეს გაიმართება და ამ ზეიმზე, რა თქმა უნდა ფხენიანისგან ძალის დემონსტრირებასაც ელიან.

ეს ყველაფერი დოლარზე მცირე გაიაფებად აისახა. თავისი წვლილი შეიტანა გირვანქა სტერლინგის მოძლიერებამაც. კონსერვატიულმა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ტერეზა მეის და გაემიჯნენ თანაპარტიელის, გრანტ შაპსის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას, რაც ბაზარმა პოლიტიკური არამდგრადობის შესაძლო სიგნალად მიიღო. ახლა ეს სიგნალი უვნებელყოფილია და გირვანქა სტერლინგშიც მეტი ფული დაბანდდა. ერთი გირვანქა სტერლინგის ფასმა დოლარსა და 31.5 ცენტამდე აიწია, ევროს ფასი კი დოლარისთვის დოლარსა და 17.5 ცენტამდე გაიზარდა. რაც შეეხება იაპონურ იენს, ერთი დოლარის ფასი 112.5 იენს აჭარბებს.

ბიტკოინმა წინააღმდეგობის წერტილი გადალახა და რამდენიმედღიანი მერყეობის შემდეგ ისევ „გაიქცა“. მისი ფასი ახლა 4800 დოლარს აჭარბებს და ვარაუდობენ, რომ ყველა დროის რეკორდსაც მალე მოხსნის. ამ ფასით მისი კაპიტალიზაცია 80 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ბიტკოინის წარმატება ვერ გაიმეორა ბიტკოინ ქეშმა და გუშინ მისი ფასი დაეცა მთელი 14%-ით, 300 დოლარამდე. დაეცა ეთერიუმის ფასი, შედარებით მცირედით, 6%-ით და ახლა 291 დოლარს შეადგენს. 17 ოქტომბრამდე, როცა ეთერიუმს ბიზანტიუმი უნდა გამოეყოს, ეთერიუმი წნეხის ქვეშ იქნება. წინა დღეების გაძვირების შემდეგ სავაჭრო დღე ჩააგდო რიპლმაც, რომელიც 2%-ით გაიაფდა და ახლა მისი ფასი 26 ცენტს ქვეშაა.






Subscribe to our news

Get the main news of the day