Home
Category
TV Live Menu

Georgia Capital ევრობონდების გამოშვებას განიხილავს

5a859098bd7f1
BM.GE
15.02.18 18:00
835
BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესი Georgia Capital ევრობონდების გამოშვებას განიხილავს. კონკრეტულად როდის მოხდება ტრანზქცია ამ ეტაპზე უცნობია.

BGEO ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ "საქართველოს კაპიტალი" განიხილავს გზებს, რათა შეისწავლოს დოლარში დენომინირებული ევრობონდების გამოშვების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day