Home
Category
TV Live Menu

Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

58d12bdfc34a1
BM.GE
21.03.17 17:33
928
ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“ ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. თბილისი-ლონდონი (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, „ჯორჯიან ეარვეისი“ განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:

თბილისი-კიევი (ჟულიანის აეროპორტი)-თბილისი - ავიარეისები განხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;
თბილისი-ხარკოვი-თბილისი - ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.

Subscribe to our news

Get the main news of the day