Home
Category
TV Live Menu

Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს

58eddbba111bd
BM.GE
12.04.17 12:30
977
Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს. კომპანიის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.

"ზაფხულის სეზონიდან გვინდა ფრენების დაწყება, უბრალოდ ჯერ ამაზე ვმუშაობთ და დეტალებს ვაზუსტებთ",- აცხადებს დავითაშვილი.

მისი თქმით, თუ მომხმარებელი ბილეთებს წინასწარ დაჯავშნის, ფასი შედარებით დაბალი იქნება, თუმცა, კონკრეტულად რა ეღირება ბილეთების საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით, დავითაშვილი არ ასახელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day