Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა
BM.GE
26.07.23 09:52
• 70
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართული ავია კომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაცია გამართა. ამავე დღეს, ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია. ასოციაცია თბილისი-ბათუმის-თბილისი მიმართულებას აქტიურ პოპულარიზაციას გაუწევს. პროექტის პრეზენტაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის: Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს, 28 ივლისიდან კვირაში 12 სიხშირით განახორციელებს.