Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GERA: საავტორო უფლებები და ჰონორარის მიღების უფლების მოთხოვნა

BM.GE
21.06.21 09:52
318
გასული კვირის მიწურულს საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ნორმების განხილვა დაიწყო. საკანონდმებლო ორგანოს 400-მდე კულტურის სფეროს წარმომადგენლმა მიმართა. ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ავტორთა უფლებების დაცვა და იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც კულტურის სფეროსთანაა დაკავშირებული. თავის მხრივ პარლამენტში განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარების გზა სწორი ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიაა." ჩვენი მთავრი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს, – ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ. საქართველოში საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კანონი არსებობს, თუმცა კონტროლის მექანიზმი რამდენად მოქმედია და როგორ შეიძლება ის ქმედითი იყოს?

სტუმრები: ლაშა მდივანი - იურისტი;
ალექსანდრე გვარიშვილი - GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე.

Subscribe to our news

Get the main news of the day