გერმანია 2020 წლის ბოლომდე მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად 93 მილიარდ ევროს დახარჯავს. Reuters-ის წერს, რომ ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ანტი-საემიგრაციო მოძრაობების გააქტიურებას და პროტესტს გამოიწვევს. გასულ წელს გერმანიამ მილიონზე მეტი მიგრანტი მიიღო სირიიდან. მიმდინარე წელს ახალი მიგრანტების რაოდენობა გერმანიაში შემცირდა, რისი მიზეზიც ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა.
გერმანული მედიის ცნობით, 93 მილიარდ ევროში, რომელიც უახლოეს 4 წელიწადში დაიხარჯება, გათვალისწინებულია როგორც ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ასევე მათი ინტეგრირება ქვეყანაში. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 5 წელიწადში მიგრანტების 55% დასაქმებული უნდა იყოს. 25 მილიარდი ევრო კი უმუშევართა დახმარებას მოხმარდება.