გერმანიის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყენის ფედერალურ ბიუჯეტს მიგრანტების მიღება და შენახვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 77.6 მილიარდი ევრო დაუჯდება.
2017-2020 წლების განახლებული პროგნოზის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ხარჯები სწორედ მიგრანტებისთვის სოციალური შეღავათები იქნება - ამ მიზნებისთვის 24 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება. საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის Insa Hermann Binkert დირექტორი ვარაუდობს, რომ მიგრანტებზე გამოყოფილი თანხები მომდევნო არჩევნებზეც იქონიებს გავლენას, რომელიც გერმანიაში 2017 წელსაა ჩანიშნული. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული თანხების ხარჯვის გამო, იმ პარტიას აირჩევს, ვინც მიგრაციის პოლიტიკისადმი მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩევა.