გერმანიაში Badisches Landesmuseum-ის მუზეუმიდან 367 ბრილიანტის თვლიანი 1,2 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს დიადემა მოიპარეს. ინფორმაციას ASSOCIATED PRESS ავრცელებს.
აღნიშნული ექსპონატი მუზეუმის სატახტო დარბაზში იყო მოთავსებული. მუზეუმის თანამშრომლებმა დანაკარგი მაშინვე ვერ აღმოაჩინეს, რადგან სიგნალიზაცია არ ჩაირთო და არც შუშა დამსხვრეულა.
ამჟამად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
მოპარული დიადემა 1864-1952 წლებში მცხოვრებ ბადენის ჰერცოგინია ჰილდა ლუქსემბურგელს ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ 27 მარტს ასევე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბერლინის ბოდეს მუზეუმიდან 100 კილოგრამის წონის ოქროს მონეტა მოიპარეს, რომლის ნომინალური ღირებულება ერთი მილიონი აშშ დოლარია.