გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიები (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს პოლიტიკით დაინტერესებულ, უმაღლესი განათლებისა და გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნის მქონე ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
გერმანიის საელჩოს ცნობით, განაცხადების შეტანა გერმანიის ბუნდესტაგის 2017 წლის საპარლამენტო სტიპენდიის მოსაპოვებლად უკვე დაიწყო.
2016 წლის 30 ივნისამდე შეგიძლიათ გააგზავნოთ საბუთები ელექტრონული ფორმით გერმანიის საელჩოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს