G20 -ის სამიტის წინ, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა, რომ ლონდონი Brexit-ის შემდეგ საბანკო-საფინანსო საქმიანობის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრად მაინც უნდა დარჩეს.
საფრანგეთი კი ლონდონში დაფუძნებულ საფინანსო კომპანიებს პარიზში გადასვლისკენ მოუწოდებს.
"მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი განცხადება პარიზს მოეწონება, მაგრამ ჩვენი ინტერესია, რომ Brexit-ის შემდეგ ლონდონში ძლიერი საფინანსო ცენტრი შევინარჩუნოთ. ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ბიზნესების ევროპაში გადატანა. უკეთესია ისინი ლონდონში დარჩეს, ვიდრე სინგაპურში ან სადმე სხვაგან მოგვიწიოს მუშაობა", - აღნიშნავს ვოლფგანგ შოიბლე.