Home
Category
TV Live Menu

გერმანიის შემდეგ "ნერგეტას" ქართული კივი იაპონიაში გავიდა

58d6068e25cc3
BM.GE
25.03.17 10:00
930
2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონურ სუპერმარკეტების ქსელებში ჩატარდა ნერგეტას ქართული კივის საცდელი პარტიის გაყიდვა. ქართული კივი იყიდებოდა შემდეგ ქალაქებში: ტოკიო, ოსაკა, კიოტო, ჰიროშიმა, ნაგასაკი და ფუკუოკა. ნერგეტას პარტნიორი იაპონური ხილის სადისტრიბუციო კომპანია კმაყოფილია მომხმარებელთა და ქსელების შეფასებით.

"ჩვენ ვახდენდით ქართული კივის ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირის ბაზარი რჩება ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ბაზრად რადგან ამ ბაზარზე ჩვენ შეგვიძლია კივის გარდა სხვა ქართული პროდუქციის რეალიზებაც მომავალში. ამის გამო ჩვენ ვაფასებთ იმ ურთიერთობებს რაც გვაქვს ევროპულ საცალო ქსელთან. ამავე დროს ჩვენ დაინტერესებული ვართ ისეთი ბაზრების და პარტნიორების პოვნით რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის პროდუქტის გემო და ხარისხი და მხარს უჭერენ მწარმოებლის სახელისა და მისი წარმოშობის ადგილის მარკეტინგს.

ჩვენ ბედნიერები ვართ რომ იაპონაშია შევიძინეთ ასეთი სტრატეგიული დისტრიბუტორი. მათ საკუთარ მიზნად დაისახეს ქართული კივის ისეთივე პოპულარიზება იაპონიის ბაზარზე როგორი პოპულარული არის ის ახალ ზელანდიური კივი",- აღნიშნავს კონსტანტინე ვეკუა, შპს ნერგეტას თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი.

"კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, იაპონია ალაბათ კიდევ უფრო მკაცრია ვიდრე ევროკავშირი. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პლანტაციის მართვის სტანდარტის გლობალგაპის დაცვას და დახვეწას. გლობალგაპის სტანდარტს იაპონიაც აღიარებს“ აღნიშნა გიგა ჯაპავამ, ნერგეტას თანადამფუძნებალმა და საოპერაციო დირექტორმა.

კომპანია ნერგეტა დაარსებულია 2009 წელს და გააჩნია სასოფლო სამეურნეო მიწები და ხილის სორტირებისა და შენახვის სამაცივრე მეურნეობა ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში. კომპანიის მიზანი არის გემრიელი და ხარისხიანი კივით მომხმარებელთა დიეტის გამრავაფეროვნება, საქართველოს როგორც ჯანსაღი საკვების მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარება ევროპაში და ქართული ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაცია.

Subscribe to our news

Get the main news of the day