Home
Category
TV Live Menu

გერმანულმა ბანკმა KFW 5,4 მილიარდი დოლარი შეცდომით ოთხ სხვადასხვა ბანკს გადაურიცხა

58d62206bb560
BM.GE
25.03.17 12:18
911

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა გერმანულმა ბანკმა KFW-მა 5,4 მილიარდი დოლარი შეცდომით ოთხ სხვადასხვა ბანკს გადაურიცხა. ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა, რომ KFW-მა ოთხ სხვადასხვა ბანკს 5 მილიარდზე მეტი თანხა ტექნიკური შეცდომის გამო გადაურიცხა. საქმე ისაა, რომ პროგრამის შეფერხების გამო სისტემამ ერთი გადარიცხვა რამდენჯერმე შეასრულა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეცდომა ბანკმა მალევე აღმოაჩინა და თანხები უკან მოკლე დროში დაიბრუნა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბანკმა თანხები არასწორად გადარიცხა. 2008 წლის სექტემბერში KFW-მა კომპანია Lehman Brother-ს 300 მილიონი გადაურიცხა.

Subscribe to our news

Get the main news of the day