საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა 2017 წლის პირველ კვარტალში 13 მილიონი ლარის მოგება მიიღო. GHG-ის წმინდა მოგება წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით კი 11,9%-ით.
საანგარიშო პერიოდში, ჯგუფის შემოსავლები რეკორდულად, 157%-ით გაიზარდა და 186,6 მილიონი ლარი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, GHG-ის შემოსავლები 37,2%-ით გაიზარდა.
წლის პირველ კვარტალში "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" სააფთიაქო ბიზნესის შემოსავლებმა 111 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, 96,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სადაზღვევო პრემიიდან მიღებულ წმინდა მოგებას, - მან 140 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ფარმადეპო შეისყიდა.