Home
Category
TV Live Menu

GHG-მ თბილისში ახალი კლინიკა შეიძინა

5a437d5d9e704
BM.GE
27.12.17 14:59
695
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა თბილისში კიდევ ერთი ამბულატორიული პოლიკლინიკა შეიძინა. კლინიკას 31,000 რეგისტრირებული პაციენტი ჰყავს. GHG-სთვის ეს უკვე მეორე კლინიკაა მთაწმინდის რაიონში.

პოლიკლინიკა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ემსახურება და მათ ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ამ დროისთვის 12 პოლიკლინიკას ფლობს საქართველოში.

GHG 247 აფთიაქს აერთიანებს. 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სადაზღვევო სერვისით 135 000 ადამიანი სარგებლობს. წლის პირველ 6 თვეში, ჯგუფის შემოსავლების 34% ჯანდაცვის ბიზნესზე, 59% ფარმაცევტულ ბიზნესზე, ხოლო 7% კი სადაზღვევო ბიზნესზე მოდიოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day