ტელეკომპანია "მაესტროში" პარტნიორთა სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე არხის დირექტორს, ბაია გადაბაძესა და და 55%-იანი წილის მფლობელ, გია გაჩეჩილაძეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა. გია გაჩეჩილაძემ დაადასტურა, რომ არხის დირექტორად მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე განიხილება. მისივე თქმით დირექტორის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, არხის რეიტინგია.
"არაფერი რადიკალური ამაში არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი. ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძე იქნება არხის დირექტორი. მაესტროს რეიტინგი 15-დან ჩამოვიდა 4-ზე, არის ეს საკმარისი იმისთვის რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?
პრემიერ-მინისტრი ჩემი ძმაკაცი და მეგობარია. ორ დღეში ერთხელ მასთან შეხვედრა მაქვს. რა არის ამაში პრობლემატური ვერ ვხვდები", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.