ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით მიმდინარეობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კონსტრაქტ ვიჟენის” 100%-ინი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძის(უცნობი) სიძე გიორგი შარაშიძეა. რამდენიმე დღის წინ გიორგი შარაშიძემ bm.ge-ს განუცხადა, რომ სწორედ ეს შპს-ია "სიტროენის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.