Home
Category
TV Live Menu

გიორგი ჭირაქაძე: გაუაზრებელი მემარცხენე ინიციატივები ბიზნესს აზარალებს

5a95196cc01e3
ელენე გოგბერაშვილი
27.02.18 12:31
1065
"არის კანონები, რომელიც მემარცხენე პოლიტიკოსებისგან მოდის და რომელმაც შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს ყველაზე", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე აცხადებს. მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენისა და ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და კანონების განხილვის პროცესში ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა იქნება.

"ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები დაკავშორებულია სასამართლოსთან, დაკავშირებული არის ლართან რომელიც მარტო ჩვენი პრობლემა არ არის და არის მთელი საქართველოსი და ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ქმედებას რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რომ ლარი დასტაბილურდეს და ცუდად თუ კარგად დღეს შედარებით სტაბილურია ლარი რაც ძალიან კარგია. მაგრამ მნიშვნოვანია მომავალში რყევები არ იყოს.

არის საკანონმდებლო ცვლილებები რომელსაც ჩვენ ვხედავთ - მნიშვნელოვანია მისი განხილვა მოხდეს ბიზნესთან. ჩვენთვის მთავარია რომ კანონებზე, რომლის ინიცირება ხდება და რომელიც ეხება ეკონომიკას და ბიზნესს იყოს მეტი მსჯელობა. არის კანონები რომლებიც მემარცხენე პოლიტიკოსებისგან და ადამიანებისგან მოდის რომელმაც შეიძლება გაუაზრებელ შემთხვევაში ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს ყველაზე. ბიზნეს უნდა ჰქონდეს საშუალება ესაუბროს საზოგადოებას, ხელისუფლებას და დაარწმუნოს თავის ქმედებებში“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day