პროფესიონალის დღევანდელი გმირი გიორგი დოვგოდკოა. ეს სახელი და გვარი შესაძლოა ახლა არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ჩვენი რესპოდენტი უკრაინელი თარჯიმანია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რამდენიმე წელია აქ დასახლდა, ისწავლა, შეიცვალა პროფესია და დღეს ერთადერთი მამაკაცია სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც ფრჩხილის მოვლის სპეციალისტია… დღეს საკუთარი სილამაზის სალონი აქვს, სილამაზის საერთაშორისო ბრენდ EMI-ს ლექტორია და გიორგი დოვგოდკო საკუთარი პროფესიით 5 000 -დან 10 000 ლარამდე შემოსავლის გენერირებას ახერხებს.