Home
Category
TV Live Menu

გიორგი გახარია: ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას თვის ბოლომდე დავაანონსებთ

58c7fcdfd621e
ელენე გოგბერაშვილი
14.03.17 18:22
1004
"ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნაზე მუშაობა დასრულებულია"- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. იქნება თუ არა სააგენტო საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ, როგორც ეს ადრე იყო დაანონსებული, თუ ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია. მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ასევე მოხდება დაანონსება პროექტის, რომელიც მეწარმეობის განვითარებაზე იქნება მიმართული.

"სააგენტოს შექმნა ბოლო ეტაპზეა. თვის ბოლომდე ეს იქნება დაანონსებული საინტერესო ფორმით. ს,ვა მსგავს პროგრამებთან ერთად. არა აქვს მნიშვნელობა საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ იქნება თუ ცალკე. ჩვენ ვემზადებით ბიზნეს ჰაუსის გასაკეთებლად. რამდენიმე დღეში დავაანონსებთ ახალ ფორმას მეწარმეობის განვითარებისთვის. ბექი სად იქნება ფონდში თუ ცალკე ამას არ ექნება მნიშვნელობა. მეწარმისთვის იქნება ერთი სივრცე, სადაც ის მიიღებს ყველა სახის მომსახურებას"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა 2015 წლის აპრილში დაანონსდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day