Home
Category
TV Live Menu

გიორგი გახარია "გაზპრომთან" მოლაპარაკებაზე: რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი

584fdefc11906
BM.GE
13.12.16 15:43
1089
"ენერგეტიკის მინისტრი თუ ახორციელებს მოლაპარაკებებს გაზპრომთან ეს კარგია, რადგან მოლაპარაკებებს ადრე დავიწყებთ და არა საახალწლო პერიოდში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, ესაა მოლაპარაკება რომელიც ყოველწლიურად იმართება და იხილება ტექნიკური საკითხები.

"ყველას გვესმის რომ ესაა სტანდარტული მოლაპარაკება რომელიც ყოველ წლეს იწყება, რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 13-14 დეკემბერს , სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day