Home
Category
TV Live Menu

გიორგი გახარია: თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს

58a6f6991fafb
BM.GE
17.02.17 17:10
924
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბოლში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა. გიორგი გახარიამ და ფარუკ ოზლუმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მათ შორის სარფის ტერმინილზე მიმდინარე რეკონსტრუქციის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე იტქვა, რეკონსტრუქცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ხელი არ შეეშალოს.

"გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს და გვსურს, რომ კიდევ მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი თურქულ ბაზარზე იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსის დისბალანსი გამოსწორდეს. თურქეთის მხარე გვპირდება, რომ ეს ცვლილებები ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო დერეფნებსა და ჩვენს გადამზიდავებზე" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. გიორგი გახარიას განცხადებით, ამას დღევანდელი გამოწვევების პერიოდში სერიოზული მნიშვნელობა აქვს.


Subscribe to our news

Get the main news of the day