Home
Category
TV Live Menu

"გიორგი ისაკაძემ "ბიზნესკონტაქტი" სატელევიზიო სივრცეში ეკონომიკური პროფილის ნომერ პირველ გადაცემად აქცია"

574d7e39a10b0
BM.GE
31.05.16 16:01
1220
"მაესტროს" გადაწყვეტილებას გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. ფადი ასლი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პროფილის გადაცემის "დასასრულის დასაწყისია".

"ძალიან გაკვირვებული ვარ გიორგი ისაკაძის მაესტროდან გადაყენების ამბით! გიორგი ისაკაძემ „ბიზნესკონტაქტი“ ნულიდან შექმნა და ის ქართულ სატელევიზიო სივრცეში ეკონომიკური პროფილის ნომერ პირველ გადაცემად აქცია.

მან იცოდა, როგორ უნდა შეერჩია თანამშრომლები და მის გვერდით პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდი შემოიკრიბა. სწორედ მისმა და კოლექტივის ჟინმა აქცია „ბიზნესკონტაქტი“ ნომერ პირველ ბიზნეს პროგრამად საქართველოში.

გიორგი ისაკაძემ იცოდა, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა გადაცემის დამოუკიდებლობა და ყველაზე მწვავე საკითხებსაც კი მაქსიმალური პროფესიონალიზმით და ბალანსით აკეთებდა.

გიორგი ისაკაძის გადაყენება ყველაზე წარმატებული ეკონომიკური სატელევიზიო პროექტის დასასრულის დასაწყისია.

გიორგი ისაკაძის გათავისუფლება იყო ყველაზე სულელური გადაწყვეტილება, რაც კი მაესტრომ მიიღო", - წერს ფადი ასლი.

"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day