Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ისაკაძის 19 თებერვლის პროლოგი!

BM.GE
19.02.18 09:29
970
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, რა დეოსაც საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისი თქმით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ჯერ არ იგეგმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის ინკლუზიური განვითარების ინდექსი (IDI) გამოქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 103 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს: ინსტიტუტების განვითარების, ცხოვრების ხარისხისა და მოსახლეობას შორის უთანსწორობის გათვალისწინებით.

რეიტინგში საქართველო განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფშია მოხვედრილი და მათ შორის 32-ე ადგილს იკავებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი საქართველოს ქულა რეიტინგში 6,8%-ით გაიზარდა. განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში მსოფლიოს 79 ქვეყანა შედის.  

მათ შორის პირველ ადგილს ლიტვა იკავებს, მეორე პოზიციაზე კი უნგრეთია.

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მესამე ადგილზეა, თურქეთი მე-16-ზე, ხოლო რუსეთი კი მე-19-ზე, 45-ე პოზიციაზეა სომხეთი.

Subscribe to our news

Get the main news of the day