მთავრობის დღევანდელი სხდომა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებებით დაიწყო. მან ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ვიცე-პრემიერად კი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარადგინა.
„ილია ჩართული იყო ყველა პროექტშ, რომელიც 2012 წლიდან ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში მინისტრიც იყო და ამ მხრივ გამოცდილებაც აქვს. მას ასევე გამოცდილება აქვს როგორც კერძო სექტორში, ისე USAID-ის, ასევე ათასწლეულის გამოწვევის პროგრამებში მუშაობის. დარწმუნებული ვარ, ილია ელოშვილი ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მიხეილ ჯანელიძის მიღწევებს გაუსვა ხაზი.