Home
Category
TV Live Menu

გიორგი კვირიკაშვილი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

57334e0b74f12
BM.GE
11.05.16 19:21
1334
პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის ორგანიზებით იმართება. სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები დაესწრებიან.
 
გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთს 11-13 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე “ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს ბიზნესფორუმზე - Georgia Investor Day. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day