Home
Category
TV Live Menu

გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

567cfed34e881
BM.GE
25.12.15 12:31
1183
გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც პრემიერობის კანდიდატმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძირეულ და დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა შესაძლოა იყოს რამოდენიმე ცვლილება.
 
"მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერ-მინისტრი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე. ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შევიკრიბებით გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან და დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამოდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day