გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ახალციხესა და ადიგენში ”ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალციხის მერი გიორგი კოპაძე იქნება. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ენზელ მკოიანი იქნება. ბორჯომსა და ასპინძაში ”ქართული ოცნების” სახელით კენჭს გედევან ფოფხაძე იყრის.
„საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური კურორტები, როგორიც გახლავთ ბოორჯმი, ბაკურიანი ზრდის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას, რაც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს. მსოფლიო ბანკის დახმარებით, ჩვენ დავიწყეთ სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედება, რომელიც 27 მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს და რომელიც საგრძნობ შედეგს გამოიღებს რეგიონისთვის.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შესაძლებლობას გვაძლევს კვლავ შევასრულოთ დამაკავშირებლის როლი ევროპასა და აზიას შორის. უძველესი დროიდან ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის გზის ნაწილი იყო. დღეს ახალი აბრეშუმის გზა ისევ გვაძლებს შესაძლებლობას გავაძლიეროთ ეკონომიკა.
სამცხე ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, ის სასაზღვრო რეგიონიცაა, რაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას გვაძლევს. დღეს ხორციელდება უმსხვილესი პროექტი, ესაა ახალი მაგისტრალის მშენებლობა, ამ უმნიშვნელოვანესი მაგისტრალით სამცხე-ჯავახეთი ერთგვარად იბრუნებს ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას. გარდა ამისა ახალქალაქში შენდება საერთასორისო სადგური. ესაა მოწესრიგებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, - განაცხდა პრემიერმა.