Home
Category
TV Live Menu

გიორგი კვირიკაშვილი: საშუალოვადიან პერსპექტივაში მე ველოდები, რომ ლარი უნდა გამყარდეს

5814d97fada61
BM.GE
29.10.16 21:14
965
პრემიერი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის გამყარებას ელოდება. როგორც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მოკლევადიან რყევებს ადგილი მუდმივად ექნება, თუმცა, ის ფაქტორები რაც კურსზე მოქმედებს დღეს ამოწურულია.

„ლარის კურსთან დაკავშირებით საფუძველი რომ ჩვენ გვქოდეს მოლოდინი მნიშვნელოვანი გაუფასურების არ არსებობს. ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები ძალიან ჯანსაღია. ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენს კურსზე მოქმედებს ამოწურულია. არანაირ მნიშველოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ. იყო დროებითი ფაქტორები რაც ამოწურულია. მაგალითად იყო ერთ-ერთი ბაკის შერწყმა მეორე ბანკთან, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო. იყო სხვა ფაქტორებიც. ჩვენს მეზობლებში იყო გაუფასურება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩენი ექსპორტი წინა მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ლარზე მოქმედი ფაქტორები მოკლევადიან პერიოდში ამოწურულია.

გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, იყოს ლარის გამყარებაც. მე არ ველოდები გაუფასურებას. საშუალოვადიან პერსპექტივაში მე ველოდები, რომ ლარი უნდა გამყარდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day