Home
Category
TV Live Menu

გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

58513ce91bb60
BM.GE
14.12.16 16:18
1040
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ვაჰან მარტიროსიანთან.

მხარეებმა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day