Home
Category
TV Live Menu

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანად აირჩიეს

5a68a16c5f2fb
BM.GE
24.01.18 19:07
1049
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის არჩევნები გაიმართა. ბიზნესის სკოლის ფაკულტეტის საბჭოს 35-ვე წევრის გადაწყვეტილებით ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძე აირჩიეს.

გიორგი ქადაგიძე 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორია.

2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; იგი ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან.

Subscribe to our news

Get the main news of the day