Home
Category
TV Live Menu

გიორგი ქადაგიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ გახლავთ უებარი რეცეპტი

56a755932529b
BM.GE
26.01.16 15:12
1111
ლარის კურსის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს. ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ფისკალური კონსოლიდაციაც.
 
"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ გახლავთ უებარი რეცეპტი, მას აქვს სხვა ბევრი უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების შემცირება, ასევე ეკონომიკური ზრდის შემცირება. საფუძვლიანი გადაჭრა ამ პრობლემის დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან. აუცილებელია ყველა ამ საკითხზე გაიმართოს მსჯელობა. პარლამენტის ტრიბუნა ამ შემთხვევაში არის ძალიან სწორი. ამიტომ კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვავ რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ანგარიშის განხილვა", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day