Home
Category
TV Live Menu

გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: "განათლება და ეკონომიკური ზრდა"

5a7dba925bd27
BM.GE
09.02.18 19:12
996
12 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსი“-ში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და ეკონომიკური ზრდა“.

მომხსენებელი ისაუბრებს განათლებისა და ეკონომიკური ზრდის კორელაციის საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარებადი ქვეყნების გამოწვევებზე ამ მიმართულებით. ასევე განიხილავს, თუ რა წილი აქვს განათლებას ევროპული ქვეყნების სახელმწიფო ხარჯებსა და მთლიან შიდაპროდუქტში; სად არის საქართველო ამ მიმართულებით და რამდენად კრიტიკულია არსებული მდგომარეობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day