"ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია დავით ბეჟუაშვილის მისამართით გაკეთებული ბრალდების უარყოფას არ აპირებს, - ამის შესახებ მან "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, ვლადიმერ ჯანჯღავა, რომელსაც აქვს პრეტენზია კომპანიის წილებთან დაკავშირებით, წლების წინ სწორედ ბეჟუაშვილმა გააცნო.
"მინდა განვაცხადო, რომ კავშირი, რომელიც უარყვეს ბეჟუაშვილსა და ჯანჯღავას შორის, დიდი ხანია არსებობს. მე ამ პიროვნებას ვიცნობ დავით ბეჟაშვილისგან და ტყუილად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ პრობლემას. რაც მთავარია, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რადგან სამართლებრივად ეს არის ძალიან გამართული საქმე, იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში არცერთი საჩივარი, არცერთი კორესპონდენცია, არცერთი სატელეფონო ზარიც კი არ ყოფილა იმ კომპანიისგან, რომლისგანაც მოხდა იმ წილის კანონიერად შესყიდვა რასაც დღეს ვფლობ და რაზეც არის საუბარი, ეს არის აგორებული თემა, რომელსაც ხელმძღანელობს დავით ბეჟუაშვილი. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ბეჟუაშვილისთის ბოდიშის მოხდას, მას პასუხი გაეცემა სასამართლოზე ამ ყველაფრისთის" - აცხადებს გიორგი სალაყალია.
სალაყაიას განმარტებით, კომპანია ,,ბადაგონი“ ამჟამად შეფერხებით მუშაობს, რადაგან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, ორი დღის წინ, სათაო ოფისიდან წაიღეს კომპიუტერები და დოკუმენტაცია, რომელთან წვდომის საშუალებაც მათ მოგვიანებით მისცეს. შესაბამისად ,,ბადაგონი“ ფუნქციონირებას სრულყოფილად მხოლოდ მომავალი კვირიდან შეძლებს.
"კომპანია მთლიანად იმართება ელექტრონულად თბილისის სათაო ოფისიდან. ამ მომენტში, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 16 დიდი კონტეინერი უნდა დატვირთულიყო და დგანან საწარმოსთან გაჩერებულები... კომპიუტერების წაღებით ჩვენი სამუშაო პროცესის მთლიანად პარალიზება შეძლეს. რეალურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა კომპანია ექსპორტზე და სრულ სიმძლავრეზე ვიყავით გასული, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა. ამჟამად ჩვენი ფინანსისტები ითვლიან ზარალს“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.