Home
Category
TV Live Menu

გიორგი სალაყაია: იმპორტიორები "ბადაგონთან" კონტრაქტებს წყვეტენ

5a9d2f4c9887d
მაია ბიწაძე
05.03.18 15:47
1063
კომპანია "ბადაგონის" ხელმძღანელობა ე.წ კრიზისული მენეჯმენტის პირობებში განაგრძობს მუშაობას და თბილისის ოფისიდან კახეთში გადადის, - ამის შესახებ დღეს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ ,,საქმის კურსში“ ჩართვისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იმპორტიორი კომპანიები მსხვილი საექსპორტო ბაზრებიდან, კონტრაქტებს წყვეტენ ,,ბადაგონთან“.

"ჩვენი მთავარი კონტრაქტორი ჩინეთში უარს ამბობს ჩვენთან თანამშრომლობაზე და მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთშიც ჩვენი მთავარი დისტრიბუტორი წყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას.

ჩვენი საკონტრაქტო პირობები არის საკმაოდ მომგებიანი ჩვენთვის, რადგან ხდება გარკვეული თანხების აკუმლირება წინასაწარ და შემდეგ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება. მათ დაინახეს კომერციული რისკები ჩვენთან თანამშრომლობის პირობებში და სწორედ აქედან გამომდინარე აღარ სურთ პარტნიორობა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ არ შეფერხდეს საწარმოს მუშაობა. გადავდივართ ე.წ "კრიზისული მენეჯმენტის" პირობებში და ადგილებიდან უფრო მეტი კომუნიკაციის პირობებში დავარწმუნებთ ჩვენს იმპორტიორებს, რომ პროცესი შეუფერხებლად მიდის და რეალურად ასეც არის, დღეისთვის ვმუშაობთ მთელი დატვირთვით.

ვფიქრობთ, რომ ეს იყო აუცილებელი გადაუდებელი ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ჩვენ შვასრულოთ ჩვენი მოვალეობა და გვერდით დავუდგეთ იმ 600 ადამიანს, რომელიც დღეს მუშაობს საწარმოში“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

მისივე განმარტებით, მთავრობისგან აქვთ პოზიტიური სიგნალები, იმასთან დაკავშირებით, რომ "ბადაგონის" ქარხანას არ უნდა შეექმნას პრობლემები მუშაობის პროცესში.

"მე ჩემის მხრივ, ვაცხადებ მზაობას, რომ ორ სუბიექტს შორის დავამ გადაინაცვლოს საქალაქო სასამართლოში. მას შემდეგ რაც მოხდა ფინანსური პოლიციის შემოვარდნა ჩვენთან ოფისში, ითვლება ის ფინანსური ზარალი", - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day