ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ექსპორტის კუთხით 2017 წელი საკმაოდ პოზიტიურია.
„ღვინის ექსპორტის მატება თითქმის ყველა მიმართულებითაა, აქ ერთმანეთს ენაცვლება ტრადიციული ბაზრები და ახალი ბაზრები. მაგალითად ჩინეთში გასამმაგებულია ქართული ღვინის ექსპორტი. ჩვენი მიზანი არაა რომ ერთი ბაზარი მეორეთი ჩანაცვლდეს, ჩვენი მიზანია რომ ბალანსი იყო ექსპორტის კუთხით. ასევე ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის მიმართულებით. ჯამში დივერსიფიკაცია მიმდინარეობს.
ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება. წლებია მივყვებით ჩვენს სტარტეგიას და დღეს მის შედეგებს ვხედავთ“, - ამბობს სამანიშვილი.